ავიაკომპანია Emirates ყოველდღიურად ახორციელებს 490 რეისს და წუთში 149 კერძს არიგებს. სულ დღეში – 215 000 კერძი მთელს მსოფლიოში. მათი მომზადების პროცესში ჩართულია 1400 შეფ-მზარეული – დუბაიში მდებარე Emirates In-Flight Catering Service-ის თანამშრომლები და პარტნიორი საწარმოები სხვადასხვა ქვეყანაში.
მთელი წლის განმავლობაში, Emirates მგზავრებს სთავაზობდა მრავალფეროვან გემრიელ და ნოყიერ კერძებს ფრენის დროს 2200 განსხვავებული რეცეპტის მენიუდან. თითოეული მათგანი წარმოადგენს ორგანიზმისთვის საჭირო ნახშირწყლების, ცილების და მცენარეული ნივთიერებების დაბალანსებულ კომბინაციას. წლის განმავლობაში Emirates-მა ბორტზე მიაწოდა 6,000,000 კგ ქათამი, 350,000 კგ საქონლის ხორცი, 266,000 კგ ატლანტიკური ორაგულის ფილე, 2,200,000 კგ კარტოფილი, 1,700,000 კგ პასტერიზებული კვერცხი, 3000 კგ ახალი პური და სხვა ვეგანური და ვეგეტარიანული კერძები.
Emirates-ის შეფ-მზარეულები ყველა კლასის მომსახურებაში იყენებენ სხვადასხვა ინგრედიენტებს უნიკალური, მაღალი ხარისხის კერძების შესაქმნელად. ერთი წლის განმავლობაში მათ გამოიყენეს 938,000 კგ-ზე მეტი ახალი ნაღები, 32,000 კგ კეშიუს თხილი, 98,000 კგ ახალი მარწყვი და 42,000 კგ მწვანე სალათა, რომელიც მოყვანილი იყო მსოფლიოს უდიდეს ვერტიკალურ ფერმა Emirates Bustanica-ში. პირველი და ბიზნეს კლასის კლიენტებისთვის კერძები შეიქმნა ცნობილი იტალიური ბრენდის Monte Vibiano-ს 3,500,000 ბოთლი ზეითუნის ზეთისა და ბალზამიანი ძმრის და 14,000 კგ ავსტრალიური Yarra Valley ფეტა ყველის გამოყენებით. გარდა ამისა, მათთვის 1 200 000 ძროხის ფილე სტეიკი იყო შემწვარი. პირველი კლასის მგზავრებმა ასევე მიირთვით შეუზღუდავი რაოდენობით ხიზილალა – ერთი წლის განმავლობაში შთამბეჭდავი 10,350 კგ.
Emirates იყენებს მსოფლიოში ცნობილ პრემიუმ ინგრედიენტებს და რეგიონალურ დელიკატესებს თავისი კერძების მოსამზადებლად. Emirates-ის ბორტზე საჭმელებიც კი განსაკუთრებული ხარისხისა და საგულდაგულოდ შერჩეული. გასულ წელს Emirates-მა მომხმარებელს სხვადასხვა ზომის შერეული თხილის 2 000 000 შეფუთვა მიაწოდა; 250,000 ფინიკი, 22,000 კგ ზეთისხილი და 40,000,000-ზე მეტი შოკოლადის ფილა. პრემიუმ კლასის ღვინოებისა და ექსკლუზიური შამპანურებისგარდა, Emirates-ის მომხმარებლებმა მოიხმარეს 1,200,000 ლიტრი ფორთოხლის წვენი, 70,300 კგ დაფქული ყავა და გამოიყენეს 2,300,000 ჩაის პაკეტი.
კლიენტების სასადილო გამოცდილების გასაუმჯობესებლად, Emirates-ის სალონის ეკიპაჟი უზრუნველყოფს უნაკლო მომსახურებას და სტუმართმოყვარეობის მაღალ დონეს ცაში. ავიაკომპანიის ეკიპაჟი გადის ყოვლისმომცველ ტრენინგს, რომელიც დაფუძნებულია საუკეთესო სერვისის პრაქტიკაზე, რომელიც მოიცავს საკვების მირთმევის თავისებურებების ანალიზს, ღვინის შერჩევას, ჩაის და ყავის მიწოდებას. ეს პროცესი Emirates Hospitality-ის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ფოკუსირებულია ბორტზე მომსახურების ოთხ საყრდენზე: უზადობა, ყურადღება, ინოვაცია და მაღალი ჩართულობა.