დღეიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ავიაკომპანია Emirates-ი საკუთარ მგზავრებს ნაყინს უფასოდ დაურიგებს. ეს მოხდება დუბაის საერთაშორისო აეროპორტის როგორც გაფრენის დარბაზში, ასევე ტრანზიტულ ზონაში.
ნაყინს სახელწოდებით Emperor-ი (“იმპერატორი”) ავიაკომპანია საკუთარ ბორტზე კვების საწარმოში აწარმოებს.
Emirates-ის მგზავრებს ნაყინის არჩევანის საშუალებაც კი ექნებათ, რადგანაც მენიუში ხუთნაირი გემოვნური თვისებების ნაყინის იქნება შეთავაზებული, ესენია: შოკოლადი, ვანილი, ფინიკი, მანგო და არაბული ყავა.
დღეისათვის ნაყინი Emirates-ის პრემიუმ კლასის ბორტებზეა ხელმისწადომი.