ავიაკომპანია Emirates-ი 1-ლი ოქტომბრიდან ახალ წესებს აწესებს, რომლის მიხედვითაც, მგზავრებს ფრენის დროს ფაუერ ბანკის გამოყენება და მათი თვითმფრინავის ქსელზე დამუხტვა აეკრძალებათ.

ახალი რეგულაციების თანახმად, ფაუერ ბანკის ტარება ისევ ნებადართულია, თუ მათი მოცულობა არ აღემატება 100 ვატ/საათს (Wh). თუმცა, მათი განთავსება აუცილებლად ადვილად მისადგომ ადგილას არის რეკომენდირებული. მაგალითად, სავარძლის ქვეშ ან ჯიბეში. აკრძალულია ფაუერ ბანკის ბარგის თაროებზე შენახვა.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ეს შეზღუდვები ბორტზე აკუმულატორების გადახურებისა და შესაძლო აალების რისკის შესამცირებლად არის მიმართული, რაც მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.