არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Emirates-ი გეგმავს, რომ შტატის რაოდენობა გაზარდოს და მომავალი 6 თვის განმავლობაში 6000 ახალი თანამშრომელი დაამატოს. 

შეზღუდვების მოხსნის და მოთხოვნის ზრდის ფონზე საჭირო გახდა პილოტების, ბორტგამცილებლების, ინჟინრების და სხვა პერსონალის დამატება. 

Emirates-მა უკვე აღადგინა მარშრუტების 90%-ი და 2021 წლის ბოლომდე გეგმავს პანდემიამდელი დონის 70%-ს მიაღწიოს.

გადამზიდავი ასევე ახორციელებს უმსხვილეს სამგზავრო თვითმფრინავების Airbus A380-ით ოპერირებას.