Emirates-ი და Air Canada სტრატეგიულ პარტნიორობის დაწყებაზე აცხადებენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანიებმა შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს, რაც ავიაკომპანიებს შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს უფრო მეტი შეთავაზება გაუკეთონ და ასევე გააუმჯობესონ მომსახურება.
მოგვიანებით Emirates-ი და Air Canada აპირებენ ასევე ზიარი კოდების სერვისიც აამოქმედონ. შესაბამისად, ორივე ავიაკომპანიის მომხმარებელს შეეძლებათ დაჯავშნონ დამაკავშირებელი ფრენები ავიაკომპანიების ქსელში.
მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, გადამზიდავები ასევე დააწესებენ ორმხრივ პრივილეგიებს ლოიალური მომხმარებლებისთვის.