ავიაკომპანია Emirates-მა (UAE), რომელიც საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე მსოფლიოს ხუთ უმსხვილეს ავიაკომპანიიდან ერთ-ერთა, სულ ახლახან სატვირთო თვითმფრინავების შეკვეთა გააკეთა. ეს კი დუბაის ალ მაკტუმის აეროპორტში (DWC) მსოფლიოში ყველაზე დიდი ტვირთების ცენტრის განვითარებისთვის, ავიაკომპანიის სატვირთო გამტარუნარიანობის შემდგომი გაფართოების ამბიციური გეგმის ნაწილია.
Emirates-მა ხელი მოაწერა მტკიცე კონტრაქტს კიდევ ხუთ Boeing 777F-ზე, რომელთა მიწოდება დაგეგმილია 2025 და 2026 წლებში; გარიგების ღირებულება 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
სამი თვის წინ ხელშეკრულება გაფორმდა 5 ერთეული B-777F-ის შეძენაზე და საერთო ჯამში არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია ამ ტიპის 14 თვითმფრინავის მიწოდებას ელოდება.
გარდა ამისა, გადამზიდველმა გამოაცხადა სალიზინგო ხელშეკრულებების გრძელვადიანი გახანგრძლივება სალიზინგო კომპანია Dubai Aerospace Enterprise –სთან (DAE).