ავიაკომპანია Emirates-ი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ზაფხულს აღნიშნავს. ივნისიდან აგვისტომდე პერიოდში ავიაკომპანიამ გადაიყვანა 14 მილიონზე მეტი მგზავრი, ხოლო ადგილების საშუალო დატვირთულობამ 80%-ზე მეტი შეადგინა.
საერთაშორისო მოგზაურობის მოთხოვნა გლობალურ მარშრუტების ქსელში არ სუსტდება. დუბაი რჩება პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად, სადაც ზაფხულში ავიაკომპანიის ჰაბით ორმა მილიონმა მგზავრმა ისარგებლა. ამ პერიოდის განმავლობაში, ძირითადი ქვეყნები, საიდანაც Emirates-ის თვითმფრინავებით მგზავრები დუბაიში შევიდნენ იყო გაერთიანებული სამეფო, ინდოეთი, გერმანია, პაკისტანი, საუდის არაბეთი, ჩინეთი, ეგვიპტე და ქუვეითი. დუბაის ვიზიტორთა 35%-ზე მეტი, რომლებიც მოგზაურობენ Emirates-ის ფრენებით, არიან ოჯახები, რომლებიც საშუალოდ ორ კვირაზე მეტხანს რჩებიან ქალაქის ღირსშესანიშნაობების სანახავად.
ამ ზამთარში ავიაკომპანია დუბაიში მოგზაურობის მოთხოვნის ზრდას პროგნოზირებს, რადგან ქალაქს აქვს საერთაშორისო კონფერენციების, მსოფლიო დონის სპორტული ღონისძიებებისა და სხვა ღონისძიებების დატვირთული გრაფიკი. 2023 წლის პირველ ექვს თვეში ქალაქმა მიიღო 8,5 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი, მილიონით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
“ჩვენს მთელ ქსელში მოგზაურობაზე მოთხოვნა რჩება მაღალი, მიუხედავად ბევრ ბაზარზე ფასების ზრდისა. ეს კი გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო საჰაერო მოგზაურობა. ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოგზაურობას – სამუშაოსთვის, დასასვენებლად, სწავლისთვის ან საყვარელ ადამიანებთან შესახვედრად”, – აღნიშნა Emirates-ის კომერციულმა დირექტორმა ადნან ქაზიმმა. .
ივნისიდან აგვისტომდე პერიოდში Emirates ახორციელებდა თითქმის 50,000 ფრენას 140 ქალაქიდან და პირიქით და გადაჰყავს 14 მილიონზე მეტი მგზავრი.
157 საჰაერო და სარკინიგზო პარტნიორით, Emirates სთავაზობს მოგზაურებს მოსახერხებელ და ფართო წვდომას არა მხოლოდ საკუთარი მარშრუტების ქსელში, არამედ მოგზაურობას 100 ქვეყნის 800-ზე მეტ ქალაქში.