ავიაკომპანია Emirates ეკიპაჟის წევრებს ღვინის კურსებს გაატარებს. ავიაკომპანია საკუთარ თანამშრომლებს L’art du vin კურსებს სთავაზობს, რომლებიც განკუთვნილია “სხვადასხვა დონის მომზადებისთვის”.
რვა საათიან კურსებს ასწავლიან კოლეგა-ელჩები, რომლებმაც უკვე მიიღეს WSET (The Wine & Spirit Education Trust) ოფიციალური სერტიფიკატები.
ტრენინგები ტარდება მაღალი კლასის ბარში, რომელიც წააგავს Emirates-ის A380-ის ბორტის ლაუნჯს. სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სპეციალურ სერტიფიკატს.
ავიაკომპანიის 1000-ზე მეტმა ბორტგამცილებელმა ახალი ცოდნა მიიღო და 2026 წლისთვის ეს რიცხვი 22000-ს გადააჭარბებს.
კურსი, რომელიც განკუთვნილია ახლად დაკომპლექტებული სალონის ეკიპაჟისთვის, მოიცავს ფაქტებს მეღვინეობის პროცესის, თეთრი და წითელი ღვინოების დეგუსტაციისა და ჩამოსხმის ტექნიკის შესახებ.
ბიზნეს კლასის ბორტგამცილებლები გაივლიან ტრენინგს, რათა ამოიცნონ ღვინის მჟავიანობა, სიმშრალე, სიტკბო და ხილის ხარისხი, შემდეგ კი გაერკვნენ ყურძნის შიგთავსისა და კანის განსხვავებაში. „მოსწავლეები“ ასევე გაეცნობიან ავიაკომპანიის ღვინის მარანს, ღვინის რეგიონებს მთელს მსოფლიოში და საუკეთესო ღვინისა და მასზე დასაყოლებლის დაწყვილებას.
დაბოლოს, პირველი კლასის კურსი „შესთავაზებს კვლევებს Premier და Grand Cru Classe-ს ღვინოების სამყაროში“. კურსი ფოკუსირებულია 1855 წლის ბორდოს კლასიფიკაციაზე და იკვლევს „საკულტო ღვინოებს მთელს მსოფლიოში“, ესპანეთიდან იტალიამდე და კალიფორნიამდე.
მოწინავე კურსი მოიცავს Dom Pérignon Champagne-ის, Château d’Yquem Sauternes-ის და ძველი პორტების სიღრმისეულ შესწავლას ისეთი ცნობილი სახლებიდან, როგორიცაა Graham’s, Dow’s და Sandema.