ავიაკომპანია Emirates Airline ბორტზე ხელბარგის ატანის ცვლილებებს ცვლის. ცვლილება ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან და აშშ-დან განხორციელებულ რეისებს შეეხებათ.
ცვლილების მიხედვით, ბორტზე ფხვიერი პროდუქტების ატანა იკრძალება, საუბარია ისეთ პროდუქტებზე როგორიცაა მაგალითად ფქვილი, სანელებლები, ყავა, მშრალი რძე და კოსმეტიკა. ახალი წესების მიხედვით აღნიშნულ ნუსხაში მოხვედრილი პროდუქტები უნდა იყოს მოთავსებული კონტეინერებში და მათი მოცულობა 350 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს.