პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე (2020 წლის 14 მარტიდან) მოქმედებს საგანგებო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, თუმცა ქვეყნის მთავრობა, 2021 წლის მაისის დასაწყისიდან ახორციელებს შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთის რესპუბლიკაში უვიზოდ გამგზავრება შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტულადაც. ტურისტულად გამგზავრება დასაშვებია მხოლოდ საჰაერო გზით.

კოვიდვაქცინით შესვლის პირობები

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი, შეუძლია გაემგზავროს პოლონეთის რესპუბლიკაში ნებისმიერი მიზნით.

პოლონეთში შესვლისათვის დაშვებული ვაქცინებია: Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (Johnson&Johnson). ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე.

12 წლამდე პირი თავისუფლდება კარანტინის ვალდებულებისგან, თუ მშობელი წარადგენს აცრის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს.

კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

24 ივნისიდან, შენგენის ზონის არაწევრი ქვეყნებიდან კოვიდვაქცინის გარეშე შესული მგზავრები დაექვემდებარებიან 10-დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი ხარჯებით.

მოქალაქე ვალდებულია საზღვრის კვეთისას, მესაზღვრეს მიაწოდოს ინფორმაცია საცხოვრებელი მისამართისა (სადაც გაივლის თვითიზოლაციას) და საკონტაქტო ტელეფონის შესახებ.

მესამე ქვეყანაში გაკეთებული ტესტი არ გაათავისუფლებს პირს კარანტინის ვალდებულებისგან.

10 დღიანი კარანტინის შემცირება შესაძლებელია მე-7 დღეს PCR ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის ჩატარების და უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში. ტესტის პასუხი აუცილებლად უნდა მიეწოდოს პოლონეთის სანიტარულ ინსპექციას.

თვითიზოლაციაში გადასული მოქალაქე ვალდებულია ჩამოტვირთოს აპლიკაცია სახელწოდებით “Kwarantanna domowa”

საქართველოს მოქალაქეები უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც უვიზო მიმოსვლა ითვალისწინებს.

დღეის მდგომარეობით, ნებადართული ვაქცინებს მიეკუთვნება მხოლოდ ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ გამოსაყენებლად ნებადართული ვაქცინები: AstraZeneca, Moderna, Johnson & Johnson, Biontech/ Pfizer.