კონცერნმა Airbus-მა და იტალიურმა ავიაკომპანია ITA Airways-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც მხარეები აპირებენ ითანამშრომლონ იტალიაში საჰაერო მობილობის (UAM) მიმართულებით
ორივე კომპანია შეისწავლის სპეციალიზებული UAM სერვისების შექმნის შესაძლებლობას, განსაზღვრავს CityAirbus NextGen ელექტრული ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის (eVTOL) საჰაერო ტაქსის გამოყენების ვარიანტებს, რომელიც არ გამოიმუშავებს დამაბინძურებელ ემისიებს ატმოსფეროში.
CityAirbus NextGen – ეს არის სრულიად ელექტრო თვითმფრინავი, რომელიც აღჭურვილია რვა ელექტროძრავიანი პროპელერით, როგორც „უნიკალური მამოძრავებელი სისტემის“ ნაწილი. CityAirbus-ს შეეძლება გადაიყვანოს ოთხამდე მგზავრი, პილოტის ჩათვლით, 80 კმ-მდე დისტანციებზე და 120 კმ/სთ-მდე საკრუიზო სიჩქარით.