ინციდენტი საუდის არაბეთის დედაქალაქის ელ-რიადის აეროპორტში. დედას აეროპორტში შვილი დაავიწყდა და ამის შესახებ მხოლოდ თვითმფრინავის აფრენისას “გაიგო”.
როგორც არაბული მედია წერს, ავიაკომპანია Saudi Arabian Airlines-ის მგზავრს მხოლოდ თვითმფრინავის აფრენისას გაახსენდა, რომ მის გვერდით მისი შვილი არ იყო. მგზავრს ბავშვი გაფრენის დარბაზში დაავიწყდა.
თვითმფრინავში ქალმა განწირული კივილი დაიწყო და პილოტს ემუდარებოდა, რომ ლაინერი მოებრუნებინა, რათა შვილი ეპოვნა.
ხომალდის მეთაური აეროპორტს დაუკავშირდა და აღნიშნული ფაქტის შესახებ აცნობა და თვითმფრინავი ელ-რიადის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შემოაბრუნა.
საბედნიეროდ ბავშვთან ყველაფერი წერიგში იყო. უპატრონოდ მიტოვებული ბავშვი ერთ-ერთმა მგზავრმა შენიშნა და აეროპორტის თანამშრომლებს აცნობა.