პოპულარული ესპანური გამოცემა El Español საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით “საქართველო, სტუმართმოყვარე და თბილი ქვეყანაა.”
სტატია საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეძღვნება. ავტორი საუბრობს თბილისის ღირსშესანიშნაობების, ტურისტული მარშრუტების, ისტორიული უბნების და არქიტექტურის შესახებ.
სტატიაში ყურადღება გამახვილებულია საუკუნოვან ტრადიციებსა და სტუმართმოყვარე ხალხზე.
დასასრულს, სტატიის ავტორი ტურისტებს ურჩევს კულტურული ძეგლების მონახულებას, განსაკუთრებით კი – უფლისციხის უნიკალური არქიტექტურის დათვალიერებას.