ისრაელური ავიაკომპანია El AL საქართვლოს მიმართულებით ფრენებს აპრილიდან აღადგენს. როგორც ტურისტული კომპანია Discovery Lufthansa City Center-ის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, El AL თელ ავივი-თბილისი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 12 აპრილიდან განაახლებს. ფრენები კვირაში 2 სიხშირით განხორციელდება.

“ძვირფასო მგზავრებო, მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 12 აპრილიდან ისრაელის ავიაკომპანია El AL აღადგენს რეგულარულ ფრენებს თბილისის მიმართულებით

კვირაში ორი სიხშირე :

თბილისი თელ-ავივი – ორშაბათი, პარასკევი

თელ-ავივი თბილისი – ხუთშაბათი, კვირა”, განმარტავენ Discovery Lufthansa City Center-ში. ​