ისრაელური ავიაკომპანია EI AI საკუთარ მგზავრებს ახალ მომსახურება – Wi-Fi-ს სთავაზობს. ფრენისას EI AI -ის ბორტზე ინტერნეტით სარგებლობა Viasat-ის ქსელის სამმგვარი ტარიფითაა შესაძლებელი.
Basic პაკეტი, ითვალისწინებს ელექტრონული ფოსტისა და ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას ევროპიდან სამხრეთ ამერიკის მიმართულებით განხორციელებულ რეისებზე. აღნიშნული ტარიფი 2018 წლის სექტემბრამდე მგზავრებისთვის უფასოა.
Social პაკეტის ღირებულება 9,99 დოლარია და ის 3 წუთით ვიდეოს ნახვის საშუალებას იძლევა.
Business პაკეტის ფასი 19,99 დოლარია და ის საშუალებას იძლევა მგზავრმა ფილმები და მუსიკალური კლიპები გადმოქაჩოს.
დღეისათვის Wi-Fi-ს სერვისი EI AI-ის 15 თვითმფრინავშია ხელმისაწვდომი. ხოლო 2020 წლისთვის EI AI-ი პირობას დებს, რომ მისი ბორტების უმეტესობაზე Wi-Fi იქნება.