ეგვიპტიდან ჩამოსულმა მგზავრმა თურქეთში 17 ნიანგის და 10 ხვლიკის შეყვანა სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტის მებაჟეების ყურადღება ეგვიპტიდან ჩამოსულმა საეჭვო მგზავრმა მიიქცია. ჩემოდნის შემოწმებისას მას აღმოაჩინეს ნილოსის 17 ნიანგი, რომელთაგან ხუთი უკვე გარდაცვლილი იყო და 10 ხვლიკი, რომელთაგან მხოლოდ ხუთი გადარჩა ცოცხალი.

მამაკაცი გეგმავდა ცხოველების ჩაყვანას ჰათაის პროვინციაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ტრანსპორტირებისთვის საჭირო დოკუმენტების გარეშე, აღნიშნა დეპარტამენტმა.

ცნობილია, რომ გადარჩენილ ცხოველებს ეროვნული პარკებისა და ბუნების დამცველები მიხედავენ.