ეგვიპტეში ჩარჩენილი მგზავრების საქართველოში ტრანსპორტირებაზე Air Cairo-ს ნაცვლად ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი იზრუნებს. ავიაკომპანიის კომერციული დირექტორის იგორ აფციაური განმარტებით, მათ დახმარებისათვის თავად Air Cairo-მ მიმართა, რომლის ბორტსაც გარკვეული ტექნიკური პრობლემა შეექმნა და ამიტომ Myway Airlines-ის ბორტი უახლოეს წუთებში გაფრინდება ჰურგადის მიმართულებით და მგზავრების თბილიში ჩამოყვანაზე იზრუნებს.
იმავდროულად Myway Airlines-ი თბილისიდან ჰურგადის მიმართულებით Air Cairo-ს მგზავრების გადაყვანაზეც იზრუნებს.
იგორ აფციაური განმარტებით, Myway Airlines-ი თბილისი-ჰურგადას რეისზე 137 მგზავრს მოემსახურება, ხოლო ჰურგადა-თბილისის რეისზე – 137 მგზავრს.
ჰურგადის აეროპორტში დარჩენილი მგზავრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე 21 საათისთვის იქნებიან.
როგორც ცნობილია ეგვიპტეში ჩარჩენილი ქართველი მგზავრები დახმარებას ითხოვენ. „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, საქართველოს 24 მოქალაქე ამ წუთებში ჰურგადის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება. მათი თქმით, თბილისისკენ მომავალი რეისი გაურკვეველი ვადით გადაიდო.
მოქალაქეების ინფორმაციით, აეროპორტის ადმინისტრაცია ფრენის გადადების მიზეზად თვითმფრინავის ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს.
„ჩვენი მოთხოვნაა, რომ რეაგირება დროულად მოხდეს და არ იყოს გაურკვეველ ვადაში გაწერილი და იყოს ყურადღება ჩვენი მთავრობის მხრიდან და სათანადო ორგანოებიდან,“ – აცხადებენ მოქალაქეები.