თურქეთის პროვენციაში ახალი ტურისტული ატრაქცია ამოქმედდა. ედირნეს სანაპიროზე,  ეგეოსის ზღვაში, 30 მეტრის სიღრმეში Airbus A330-ი ჩაძირეს. მიზანი ტურისტული და სპორტული დაივინგის განვითარებაა.

90 ტონიანი თვითმფრინავი 6 სატვირთო ავტომობილის დახმარებით და სანაპირო დაცვის თანხლებით მიიტანეს. ადგილობრივ ხელისუფლებას იმედოვნებენ, რომ ატრაქცია ედირნეს მიმზიდველობას შესძენს და დაივერებს საბერძნეთიდან და ბულგარეთიდან მიიზიდავს.

“დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ რეგიონში დაივერების რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდება”, განმარტავენ პროექტის ავტორები.

სამომავლოდ ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ედირნეში ტანკიც ჩაძირონ.

ფოტო: АА