ავიაკომპანია easyJet-მა პირველი A321neo მიიღო. თვითმფრინავის გადაცემის საზეიმო ცერემონია ფარნბოროს ავიასალონზე შედგა. აღნიშნულ ინფორმაციას Airbus-ის პრესსამსახური ავრცელებს.
ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს easyJet-ის პრეზიდენტმა იოჰან ლუნდგრენმა, CFM International-ის პრეზიდენტმა გაელ მეხიოსტმა და Airbus-ის გენერალურმა დირექტორმა ტომ ენდერსმა.
თვითმფრინავს CFM Leap-1A-ს ძრავა აქვს და მისი ეკონომ-სალონი 235 მგზავრზეა გათვლილი.
აღსანიშნავია, რომ easyJet-მა Airbus-ს უკვე 30 ერთეული A321neo შეუკვეთა.