ბრიტანულმა „ლოუკოსტერმა“ easyJet-მა ლუტონის აეროპორტის თანამშრომლებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყო. ავიაკომპანია სწორედ ლუტონის აეროპორტშია ბაზირებული და ამიტომ კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ანგარში აეროპორტის თანამშრომლებისათვის და მათი შვილებისათვის ლაზერშოუ მოეწყო, რომელშიც გამოყენებული იყო easyJet-ის ერთ-ერთი ბორტი – A320.

easyJet-ი აღნიშნული შოუსთვის 4 კვირის განმავლობაში ემზადებოდა, ხოლო ფინალური დეკორაციის მონტაჟს 24 საათი დასჭირდა. შოუსთვის 1,5 კმ სიგრძის მანათობლები გამოიყენეს, რომლის ფონზეც მხატვრებმა 850 კადრი გააცოცხლეს.

easyJet-ში განაცხადეს, რომ მიმდინარე სეზონი ავიაკომპანიისთვის მგზავრთნაკადის მხრივ საკმაოდ დატვირთული იქნება. 17 დეკემბრიდან 4 იანვრამდე პერიოდში ავიაკომპანიამ 3.75 მლნ მგზავრი უნდა გადაიყვანოს. ყველაზე დატვირთულ დღედ easyJet-ი 23 დეკემბერს ასახელებს, როდესაც ავიაკომპანიამ 1700 მიმართულებაზე 250 ათასი მგზავრი უნდა გადაიყვანოს.

https://www.youtube.com/watch?time_continue=21&v=9yjjMjZ706w