ბრიტანულმა “ლოუკოსტერმა” easyJet-მა ბორტზე თხილისა და იმ საკვები პროდუქტების გამოყენება აკრძალა, რომელიც თხილს შეიცავს. აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ იმ რეისებზე, სადაც ისეთი მგზავრი მგზავრობს, რომელსაც ალერგია აქვს.
სწორედ ამიტომ, კომპანია საკუთარ მგზავრებს მოუწოდებს, რომ ალერგიის შემთხვევაში, ავიაბილეთის ყიდვის ან დაჯავშნის დროს ამის შესახებ აცნობოს ავიაკომპანიას, რათა კომპანიამ მგზავრის ინტერესები მაქსიმალურად დაიცვას.
“ჩვენ ბორტზე თხილის რეალიზაცია შევწყვიტეთ, უახლოეს თვეებში კი გაყიდვიდან ამოვიღებთ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც თხილს შეიცავს”, განმარტავენ კომპანიაში.