Easy Group, კომპანია, რომელიც ცნობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Easyjet”-ის დამფუძნებელია, ახალ მობილურ აპლიკაციას – easybitcoin.app-ს უშვებს. აპლიკაცია, რომელიც პლატფორმა Uphold-ზეა დაფუძნებული, ბიტკოინის ყიდვისა და დაგროვების პროცესის გამარტივებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ კომპანიამ 2025 წლის 9 სექტემბერს განაცხადა.
აპლიკაცია სამი ძირითადი მექანიზმის საშუალებით გვთავაზობს ბიტკოინის დაგროვებას:
1%-იანი ბონუსი ყოველთვიურად პირველ $5,000-ის რეგულარულ შესყიდვაზე.
2%-იანი ჯილდო ბიტკოინში, სამი თვის რეგულარული შესყიდვების შემდეგ.
4.5% წლიური სარგებელი აშშ დოლარის ბალანსზე, რომელიც ასევე ბიტკოინში გაიცემა.
კომპანიის განცხადებით, აპლიკაცია განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, ვისთვისაც არსებული კრიპტოვალუტის პლატფორმები რთულად აღსაქმელია. “Easy Group”-მა ასევე აღნიშნა, რომ Opinion Matters-ის გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 88% მომდევნო ათწლეულის განმავლობაში საკუთარი კეთილდღეობის გასაზრდელად ბიტკოინს ენდობა.
პლატფორმა Uphold-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აპლიკაციაში აშშ დოლარის ბალანსი FDIC-ის მიერ დაზღვეულია, ხოლო ბიტკოინის კონვერტაცია მყისიერად ხდება. “Easy Group”-ი ახალ პროდუქტს, როგორც ფინანსური შესაძლებლობების გაფართოებისა და ბიტკოინზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებას, ისე წარმოადგენს. აპლიკაციის ვერსია დიდი ბრიტანეთისთვის 2025 წლის ბოლოს გამოვა.












