ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი “ლოუკოსტერი” easyJet-ი უკრაინის ბაზარზე შესვლას გეგმავს. მედიის ინფორმაციით, easyJet-ი ფრენების მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე დაიწყებს.
ირკვევა, რომ easyJet-მა იტალიის საავიაციო ხელისუფლებას ENAC-ს უკვე მიმართა, რათა იტალია-უკრაინას შორის ოქტომბრის ბოლომდე ფრენები განახორციელოს.
ავიაკომპანია ითხოვს, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე კვირაში 12 რეისის განხორციელების ნებართვა მიეცეს.
რაც შეეხება უფლებას ის ავიაკომპანიის ავსტრალიურ წარმომადგენლობაზე easyJet Europe Airline GmbH-ზეა გაფორმებული.