EasyJet გახდა პირველი ავიაკომპანია მსოფლიოში, რომელმაც საკუთარი საჰაერო ხომალდების შესაღებად ე.წ მსუბუქი წონის საღებავის (lighter-weight paint) გამოყენება დაიწყო. Mankiewicz Aviation Coatings-თან თანამშრომლობით შემუშავებული ტექნოლოგია თითოეული თვითმფრინავის წონას 27 კგ-ით ამცირებს. ეს, თავის მხრივ, საშუალებას აძლევს გადამზიდავს დაზოგოს წელიწადში 1296 ტონამდე საწვავი და შეამცირო CO₂-ს ემისია 4095 ტონით.
ამ დროისთვის ეს საღებავი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის 38 თვითმფრინავზეა დატანილი და პროექტის სრულად განხორციელება 2030 წლისთვის იგეგმება. კომპანიის პრესრელიზის თანახმად, easyJet-მა და Mankiewicz Aviation Coatings-მა შეიმუშავეს ახალი სისტემა, რომელიც ამცირებს თვითმფრინავების შეღებვისთვის ადრე საჭირო საღებავების რაოდენობას.
ავიაკომპანიის პირველი შედეგები უკვე აჩვენებს საწვავის მოხმარების შემცირებას. ეს ინოვაცია არის კომპანიის გლობალური სტრატეგიის ნაწილი ნახშირბადის ნულოვანი გამონაბოლქვის მისაღწევად. სხვა ნაბიჯები მოიცავს Descent Profile Optimization (DPO) პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას.
2050 წლისთვის easyJet გეგმავს გადავიდეს ნულოვანი ემისიის ტექნოლოგიებზე, მათ შორის წყალბადის ძრავებზე და მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) გამოყენებაზე. ავიაკომპანია ასევე ცოტა ხნის წინ თანამშრომლობდა Jet Zero-სთან, რათა შეემუშავებინა თვითმფრინავი ფიუზელაჟის ინოვაციური განლაგებით, რომელსაც შეუძლია საწვავის მოხმარება 50%-ით შეამციროს.