“ლოუკოსტერი” easyJet-ი პირველი ავიაკომპანიაა, რომელიც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისიის კომპენსირებას დაიწყებს, – განცხადა easyJet-ის გენერალურმა დირექტორმა იოჰან ლუნდგრენმა.
მისი თქმით, კომპენსირება მოიცავს ისეთი პროექტების დაფინანსებას, როგორიცაა ხეების დარგვა და მყინვარების დნობისგან თავის დასაცავად გასატარებელი ღონისძიებები. მთლიანობაში იგეგმება 25 მლნ ფუნტის (დაახლოებით 32 მლნ დოლარის) დახარჯვა.
“ვერ ვიტყვით, რომ ეს იდეალური გადაწყვეტილებაა. ეს მხოლოდ შუალედური ნაბიჯია ახალი ტექნოლოგიების მუშაობის დაწყებამდე. გვჯერა, ეს შეესაბამება იმას, რაც მომხმარებელს ჩვენგან სურს”, განმარტავს ლუნდგრენი.
მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია დეტალურ გაანგარიშებებს გააკეთებს და მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებში მიიღებს მონაწილეობას.
გერმანიაში easyJet-ის მენეჯერი სტეფან ერლერი აცხადებს, რომ საუბარია ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა მზის ენერგიის განაწილება ინდოეთში და წყლის ჭაბურღილების შექმნა აფრიკაში.
easyJet-ი, Ryanair-ის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი “ლოუკოსტერია”.