ევროპის რეაქტიული თვითმფრინავების ზოგიერთ ოპერატორს შეეძლება შეამციროს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის არსებული საწვავის რაოდენობა, რომელიც ახლახან გამოქვეყნებული EASA-ს რეგულაციებით არის მოთხოვნილი. ეს მათ საშუალებას მისცემს გააუმჯობესონ ოპერაციული ეფექტურობა და, შესაბამისად, შეამცირონ CO2-ის გამონაბოლქვი.

მიუხედავად იმისა, რომ არსებული წესები აღიარებენ, რომ აუცილებელია დამატებითი საწვავის ქონა იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის, რამაც შეიძლება შეაფერხოს ან თავიდან აიცილოს დაშვება თავდაპირველი დანიშნულების ადგილზე, “დამატებითი საწვავის საჭირო რაოდენობა შეიძლება ოპტიმიზირებული იყოს”, – ნათქვამია EASA-ს განცხადებაში.

„ეს მარეგულირებელი პაკეტი არის EASA-ს საერთო ძალისხმევის ნაწილი ავიაციის გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად. არ არსებობს მიზეზი, რომ ცაში მეტი საწვავი ავიტანოთ, ვიდრე საჭიროა – ამისათვის ხომ უფრო მეტი საწვავი იხარჯება. რაც მთავარია, ეს შეიძლება გაკეთდეს უსაფრთხოების შეწირვის გარეშე – შერბილება შესაძლებელია რისკის შეფასების უკეთესი მეთოდებისა და უკეთესი მონაცემების წყალობით, რაც ავიაკომპანიებს საშუალებას აძლევს, გააკეთონ რისკის უფრო ზუსტი შეფასებები.”- განაცხადა EASA -ს ფრენის სტანდარტების დირექტორმა იესპერ რასმუსენმა

წესი, რომლებიც ძალაში 2022 წლის 30 ოქტომბრიდან შევა, საშუალებას მისცემს 12,500 ფუნტზე მეტი მასის მქონდე კომერციული და საქმიანი რეაქტიული თვითმფრინავების ოპერატორებს შეამცირონ საწვავის დონე, თუ ისინ აკმაყოფილებენ სპეციალურ პირობებსა და მოთხოვნებს. რეგულაცია ასევე განმარტავს და ამარტივებს ვერტმფრენების დაგეგმვისა და საწვავის/ენერგეტიკული მართვის მოთხოვნებს.

წესები მოიცავს შესაბამისობის მისაღებ საშუალებებს (AMC) და სახელმძღვანელო დოკუმენტაციას (GM) განხორციელებისა და დამტკიცების მხარდასაჭერად.

“ახალი AMC და GM საწვავის ახალი სქემები ითვალისწინებს ოპერატორის მართვის სისტემის საიმედოობას და აგებულია მუშაობის სამ დონეზე, რაც ოპერატორებს საშუალებას აძლევს გააუმჯობესონ ოპერაციული ეფექტურობა ხარჯების ეფექტურობითა და გარემოსდაცვითი სარგებელით“, – ნათქვამია EASA-ს განცხადებაში.