Turkish Airlines-ის (THY) სასწავლო ცენტრში რუსი პილოტების წვრთნები სიმულატორებით აიკრძალა. როგორც ირკვევა, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) THY-ს რუსული პილოტების წვრთნების შეჩერება მოსთხოვა.
Turkish Airlines-მა რუსი პილოტებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ წვრთნები შეჩერებულია EASA-ს მიერ სანქციების გამკაცრების გამო, რომელმაც ყველა FSTD სიმულატორის სერტიფიცირება მოახდინა და შესაბამისად Turkish Airlines-ის სასწავლო ცენტრი იძულებულია შეწყვიტოს თანამშრომლობა რუსულ კომპანიებთან.
The Insider-ის მიერ გამოკითხული საავიაციო ექსპერტების თქმით, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, ნებისმიერი პირი თუ ორგანიზაცია, რომელიც თანამშრომლობს რუსეთის ფედერაციის ავიაკომპანიებთან, მეორადი სანქციების რისკის ქვეშაა. თუ თურქეთში საავიაციო სასწავლო ცენტრი გააგრძელებს რუსი მფრინავების მომზადებას, მაშინ EASA-მ შეიძლება მისი სერტიფიკატი გააუქმოს. Turkish Airlines-ის მსგავსად მოიქცევიან სხვა სასწავლო ცენტრებიც.
„არსებობს შესაძლებლობა, რომ Turkish Airlines-ის სასწავლო ცენტრი არ იყოს ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც უარი თქვა რუსული ავიაკომპანიების პილოტების მომზადებაზე. გასაგებია, რომ ახლო აღმოსავლეთში არის ავიაკომპანიების სასწავლო ცენტრები – ეს ქვეყნები ჯერ არ შეუერთდნენ სანქციებს, ამიტომ ჩვენი პილოტები შეძლებენ გაიარონ ტრენინგი Emirates-ის რომელიმე ცენტრში. მაგრამ ეს უფრო ძვირია”- ამბობენ რუსი ავიაექსპერტები.