ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ავიაკომპანიებს, COVID-19-ის გავრცელების რისკის ქვეყნებიდან ყოველი ავიარეისის შემდეგ, თვითმფრინავის დეზინფექციის ჩატარება დაავადლებულა.
EASA-ში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული დირექტივა COVID-19-ის გავრცელების რისკს შეამცირებს.
დოკუმენტში კარგადაა აღწერილი ის მეთოდები, რომლის მიხედვითაც თვითმფრინავის სალონების დეზინფექცია უნდა განხორციელდეს. თუმცა თუ კი ავიაკომპანია დეზინფექციისას იყენებს ისეთ ქიმიურ საშუალებებს, რომელთაც ხანგრძლივ მოქმედების ეფექტი აქვს, მაშინ მაშინ პროცესი შესაძლოა ყოველი რეისის შემდეგ არ ჩატარდეს. თუმცა, ამ შემთხვევაში, გაწერილი ნორმების მიხედვით, საჰაერო ხომალდის დეზინფექცია ყოველ 24 საათში აუცილებლად უნდა განხორციელდეს
რაც შეეხება რისკის ჯგუფის ქვეყნებს, მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განსაზღვრავს.
დღეისათვის კი ამ ჯფუფშია შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი, სამხრეთ კორეა და ირანი.