ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) A350-ის პილოტებს ყავის დალევა აუკრძალა. EASA-ში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული შეზღუდვა კაბინის მგრძნობიარე ელექტრონიკაზე სითხის დაღვრის რისკს შეამცირებს.
EASA-ს რეგულაციის მიხედვით Airbus-ი პილოტები ამიერიდან ყავას და სხვა ტიპის სითხეს თვითმფრინავების მართვის პანელებისაგან მოშორებით დალევენ.
Airbus-ის ტიპის საჰაერო ხომალდის პილოტის კაბინაში სითხის დაღვრის გამო 2 ინციდენტი უკვე იყო, რამაც თვითმფრინავების მართვის პანელების მწყობრიდან გამოსვლა და ფრენის დროს ძრავის გაჩერება გამოიწვია
მსგავსი ინციდენტი პირველად, ამერიკული ავიაკომპანია Delta-ს საჰაერო ხომალდზე დაფიქსირდა, ხოლო მეორე შემთხვევა კი სამხრეთ კორეული ავიაკომპანია Asiana-ს ბორტზე დაფიქსირდა. ორივე შემთხვევაში პილოტებს ჩაი და ყავა კაბინაში დაეღვარათ.