ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) რუსეთის საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ გაიდლაინები გაამკაცრა. ის რეკომენდაციას უწევს ავიაკომპანიებს ფრენა ქვეყნის თითქმის მთელ ევროპულ ნაწილის ირგვლივ განახორციელონ.
განახლებული დირექტივის მიხედვით (გამოქვეყნებულია მარეგულირებლის ვებსაიტზე), გადამზიდველებს ურჩევენ არ იფრინონ რუსეთის საჰაერო სივრცეში მე-60 მერიდიანის დასავლეთით.
საუბარია მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, დონის როსტოვის, ეკატერინბურგის და სამარას საფრენოსნო რეგიონებზე, რომლებიც რეალურად მოიცავს რუსეთის მთელ ევროპულ ნაწილს.
რეკომენდაცია ძალაშია 2025 წლის 31 ივლისამდე და სხვა საკითხებთან ერთად ვრცელდება, EASA-სმიერ ავტორიზებული მესამე ქვეყნების ავიაკომპანიებზე. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად ევროპელი ავიაკომპანიები რუსეთის საჰაერო სივრცეში არ ფრენენ.
როგორც აღინიშნა, რეკომენდაცია შეიძლება ნაადრევად გადაიხედოს ან გაუქმდეს, თუ რუსეთის ფედერაციაში ფრენის უსაფრთხოების შეფასება შეიცვლება. ევროკომისიასთან თანამშრომლობით, EASA „აგრძელებს სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს, რათა შეაფასოს რისკის დონე“ ავიაკომპანიებისთვის.
როგორც ცნობილია, 25 დეკემბერს, ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან Azerbaijan Airlines-ის(AZAL) სამგზავრო თვითმფრინავი Embraer 190 ჩამოვარდა. თვითმფრინავში, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 38 დაიღუპა. გროზნოში დაშვების რამდენიმე მცდელობის შემდეგ თვითმფრინავი აქტაუსკენ გადამისამართდა. ის ყაზახეთის აეროპორტიდან დაახლოებით 3 კმ-ის მოშორებით ჩამოვარდა.