ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ხელმძღვანელმა ლუკ ტიტგატმა განაცხადა, რომ ევროპულმა მარეგულირებელმა, 737 MAX-თან დაკავრებული ინციდენტებს გამო, შესაძლოა აღარ აღიაროს Boeing-ის ქარხნებში წარმოებული ახალი თვითმფრინავების უსაფრთხოება.
კითხვაზე, მზად არის თუ არა EASA შეაჩეროს ამერიკის შეერთებულ შტატებში Boeing თვითმფრინავების წარმოების უსაფრთხოდ აღიარება, ტიტგატმ უპასუხა: ”თუ საჭიროა, მაშინ დიახ.” ”ყველა ინსტრუმენტი გამოყენებული იქნება როგორც კი ისეთი სიტუაციის წინაშე აღმოვჩნდებით, რომელიც მოითხოვს ჩვენგან შესაბამისი ზომების მიღებას”, – ხაზგასმით აღნიშნა ტიტგატმა. სააგენტო „შეიძლება აიძულოს ასეთი ნაბიჯის გადადგმა მსხვერპლებთან დაკავშირებული ინციდენტების მზარდმა რაოდენობამ“, დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ ტრანსატლანტიკური შეთანხმების თანახმად, აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) და EASA თვითმფრინავების მწარმოებლების Boeing-ისა და Airbus-ის ქარხნების საქმიანობებს რეგულტებას უწევენ და ადასტურებენ წარმოების უსაფრთხოებას.