ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო EASA და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი ECDC 16 მაისიდან აეროპორტებსა და თვითმფრინავებში სამედიცინო პირბადის სავალდებულო ტარების ვალდებულებას აუქმებს.
პირბადესთან მიმართებაში შეტანილი ცვლილებების გარდა, რეკომენდაციები ითვალისწინებს საჰაერო ოპერაციებზე უფრო მკაცრი ზომების შემსუბუქებას, რაც ხელს შეუწყობს ინდუსტრიის ტვირთის შემსუბუქებას და შესაბამისი ზომების დაცვას.
“მომავალი კვირიდან, პირბადის ტარება საჰაერო მოგზაურობისას სავალდებულო აღარ იქნება, რაც ფართოდ შეესაბამება ევროპის ეროვნული ხელისუფლების ცვალებად მოთხოვნებს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი საჰაერო მგზავრობის ნორმალიზაციის საქმეში. თუმცა, მგზავრებიც დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ და პატივი სცენ გარშემომყოფთა არჩევანს. მგზავრმა, რომელიც ახველებს და აცემინებს, მკაცრად უნდა იფიქროს პირბადის ტარებაზე” – განაცხადა EASA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ კიმ.
პირბადის ტარების შესახებ ახალი რეკომენდაციები ძალაში შევა 2022 წლის 16 მაისიდან.
თუმცა, კონკრეტულად პირბადის ტარების სავალდებულოობა ამ თარიღის შემდეგ ავიაკომპანიის გადაწყვეტილების მიხედვით იცვლება. პირბადის სავალდებულო გამოყენებაზე ვალდებულების ცვლილება ხდება ასევე იმ ქვეყნების რეგულაციების მიხედვით საიდანაც იწუება და სრულდება ავიარეისები.
მგზავრებს ასევე მოუწოდებენ დაიცვან დისტანცია დახურულ სივრცეებში, მათ შორის აეროპორტში, სადაც კი ეს შესაძლებელია.