ჰონგ კონგური ავიაკომპანია Cathay Dragon-ის თვითმფრინავმა ტაივანში საგანგებო დაშვება განახორციელა.

თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ჰონგ კოკის მიმართულებით ასრულებდა რეისს, 317 მგზავრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავ ტაივანის ქალაქ გაოსიუნის აეროპორტიდან აფრინდა, თუმცა მარჯვენა ძრავის დაკვამლიანების გამო იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო.

თვითმხილველების თმით მათ ჯერ აფეთქების მსგავსი ხმა შემოესმათ, ხოლო შემდეგ დაიწყო დაკვამლიანება. ავიაკომპანიაში კი აცხადებენ, რომ პრობლემა მარჯვენა ძრავს შეექმნა.

ინციდენტი Airbus A330-ს შეემთხვა.

მგზავრები დანიშნულების ადგილზე სხვა თვითმფრინავით გადაიყვანეს.