პორტალ lrt.lt-ის ცნობით, ოთხშაბათს ღამით airBaltic-ის Airbus A220-300, რომელიც რიგადან კოსოვოში მიფრინავდა, ლიეტუვისა და პოლონეთის საზღვარზე ძლიერი შტორმის გამო იძულებული გახდა ბელორუსის საჰაერო სივრცეში შესულიყო.
ბელორუსის საჰაერო სივრცეში 20 წუთის ფრენის შემდეგ თვითმფრინავი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა.
საჰაერო ნავიგაციამ lrt.lt-ს დაუდასტურა, რომ შტორმის გამო airBaltic-ის თვითმფრინავი ბელორუსის საჰაერო სივრცეში შეფრინდა.
”ჩვენ ვადასტურებთ, რომ თქვენს მიერ ნახსენები airBaltic თვითმფრინავი (BTI2UE) შეფრინდა ბელორუსის ტერიტორიაზე, პილოტის გადაწყვეტილებით ჭექა-ქუხილის თავიდან ასაცილებლად”, – ნათქვამია საჰაერო ნავიგაციის პასუხში.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში მოქმედ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ბელორუსის საჰაერო სივრცით სარგებლობა მას შემდეგ, რაც Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელშიც ბელორუსი ოპოზიციონერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა, 2021 წლის 23 მაისს მინსკში იძულებით დააკავეს.