ლიერი ნისლისა და დამტვერიანებისმიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
როგორც პირველ არხს აეროპორტში განუცხადეს, ავიარეისების განრიგშიცვლილებები არ იგეგმება.
დილიდან თბილისში ძლიერი ნისლი და დამტვერიანება შეინიშნება. როგორც პირველ არხს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ნისლი და მტვერი განპირობებულია ქვეყნის სამხრეთი რაიონებიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებისა და კავკასიონის ქედზე არსებული შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
„სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედების გამო, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში ადგილი აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელებას”, – აცხადებენ სააგენტოში.
სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია.
წყარო: 1TV