ძაღლმა სტამბოლის ათათურქის აეროპორტს პრობლემები შეუქმნა. თვითმფრინავებს, როლებიც დაფრენის ფაზაში იმყოფებოდნენ, დასაფრენ ბილიკზე ძაღლის ყოფნის გამო მეორე წრეზე მოუხდათ წასვლა.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sabah-ი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ძაღლი ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე პირველად ტუნისის ავიახაზების პილოტმა შენიშნა და დაუყოვნებლივ აეროპორტს აცნობა, რომელთაც საჭირო ზომები უმალვე გაატარეს.

იმისათვის, რომ ძაღლი ბილიკიდან უვნებელი გაეყვანათ, ამისათვის გარკვეული დრო გახდა საჭირო. ამ ფონზე კი არსებული პროცედურების მიხედვით, რამდენიმე თვითმფრინავი მეორე წრეზე წავიდა.

მას შემდეგ რაც ცხოველი დაიჭირეს, თვითმფრინავები აეროპორტში დაეშვნენ.