დუბაის სავაჭრო ფესტივალის (Dubai Shopping Festival – DSF) 30-ე საიუბილეო სეზონი ყველაზე მასშტაბური იქნება თავისი ისტორიის განმავლობაში.
6 დეკემბრიდან 2025 წლის 12 იანვრამდე ქალაქის სტუმრები და მაცხოვრებლები მდიდარი საფესტივალო პროგრამით, მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებით, წარმოუდგენელი ფასდაკლებებით, პრიზების გათამაშებით ისარგებლებენ, გასტრონომიულ აღმოჩენებსაც გააკეთებენ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეიძენენ.
38 დღის განმავლობაში დუბაი მორთული იქნება Dubai Lights-ის განსაცვიფრებელი ინსტალაციებით, რომლებიც ქალაქის ქუჩებს სინათლის მომხიბლავ სივრცეებად გარდაქმნის. ცა ფეიერვერკებით განათდება, მსოფლიო დონის დრონების შოუები ყოველდღიურად გაიმართება, რაც საღამოებს ჯადოსნურ და დაუვიწყარ მოვლენებად აქცევს და ქუჩებში განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის.
სალიკვიდაციო ფასები 1000-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდის პროდუქციაზე გავრცელდება. ფესტივალს განსაკუთრებულ მასშტაბებს შესძენს საახალწლო განწყობა, საინტერესო თემატური ატრაქციონები, პარკები და გარე აქტივობები, მუსიკალური ნაწილი 321 ფესტივალის სახით, ასევე ქუჩის pop-up ღონისძიებები, Market Outside The Box-ს (MOTB) და Canteen X.
უკვე სამი ათეული წელია, რაც დუბაის სავაჭრო ფესტივალი (DSF) თავისი მრავალფეროვანი კალენდრით და გრანდიოზულობით მსოფლიოს აოცებს. ფესტივალი პირველად 1996 წელს ჩატარდა და ერთ-ერთი პირველი იყო მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიან სავაჭრო ფესტივალებს შორის. დღეს იგი ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს დუბაის მმართველობის ამბიციური მიზნისა – საამირო თანამედროვე მსოფლიო დედაქალაქად გარდაიქმნას. მართლაც, ფესტივალმა ქალაქი განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა და საერთაშორისო ასპარეზზე დინამიკურ მეტროპოლისად აქცია.
დუბაის შოპინგ ფესტივალის სტრატეგიული პარტნიორებია Al Futtaim-ის სავაჭრო ცენტრები (Dubai Festival City Mall და Dubai Festival Plaza), AW Rostamani Group, Emirates Airlines, ENOC, e& და talabat.
დეტალური ინფორმაცია ფესტივალის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.visitdubai.com/en/whats-on/dsf