ამერიკული Bareburger-ის დუბაის ფილიალებში, რომელიც La Mer-ის განკარგულებაშია ახალი კერძი დაამატეს. ამიერიდან სწრაფი კვების ობიექტში „სისხლიანი“ ვეგანური ბურგერის B12-ის შეძენაა შესაძლებელი.
თუ კი ბურგერს გავჭრით, დავინახავთ, რომ ბურგერიდან მართლაც „სისხლი“ გადმოიღვრება. სითხე, რომელიც ბურგერიდან გადმოდის ვიზუალურად მართლაც ჰგავს სისხლს, თუმცა ის რეალურად ჭარხლის წვენია.
ბურგერის პირველი დეკუსტატორები, აღფრთოვანებულნი დარჩნენ კერძის ტექსტურითა და არომატით. მიაჩნიათ, რომ ესეთი ბურგერი არამხოლოდ ვეგეტარიანებისათვის გახდება პოპულარული.
„სისხლიანი“ ბურგერის ფასი 12-13 დოლარია.