Dubai Aviation Engineering Projects-მა წარმოადგინა ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას ინიციატივით – Dubai 10X.
ერთ-ერთი ასეთი პროექტია Multi-Mode Super Port-ი. ეს არის პირველი სუპერ პორტი მსოფლიოში, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის მომსახურებას, საჰაერო და კოსმოსური მოგზაურობისთვის.
„ახალი ტექნოლოგიების გაჩენა მოზგაურობისთვის, ისეთის როგორიცაა ზებგერითი თვითმფრინავი და კოსმოსური მოგზაურობა, გამოიწვია კითხვები აეროპორტების შესაძლო არსებობის შესახებ, რომლებიც შეძლებენ ამ კომპლექტის შეთაბაზებას. მიგვაჩნია რომ ახლა სწორედ შესაბამისი პერიოდია ახალი კომპლექსური გეგმის შესამუშავებლად, რათა მოეწყოს ინტეგრირებული აეროპორტი, რომელიც შესთავაზებს მგზავრებს როგორც საჰაერი ისე კოსმოსურ მომსახურებას” – აღნიშნა Dubai Aviation Engineering Projects-ის წარმომადგენელმა ჰალიფა სუჰაილ ალ ზაფინმა.
სუპერ პორტის პროექტი დამტკიცებულია დუბაის გვირგვინიანი მემკვიდრის, შეიხ ჰამდან ბინ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის და Dubai Future Foundation-ს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. ექსპერტთა ჯგუფმა განიხილა 160 იდეა.
ალ ზაფინმა ასევე დასძინა, რომ „ინიციატივა Dubai 10X დაგვეხმარა ჩვენ მიგვეღწია წარმატებებისთის. დუბაი ყოველთვის იყო ცვლილებების ინიციატორი და აქვს დიდი გამოცდილება ინოვაციურ პროექტებთან დაკავშირებით. ჩვენი პროექტი Dubai 10X-ის ფარგლებში წარმოადგენენ რეალურ შესაძლებლობებს, რათა მივაღწიოთ ახალ ინოვაციურ სტანდარტებს ავიაციის ინდუსტრიაში”.