მომდევნო ზამთრის ტურისტულ სეზონზე, დუბაიში არაერთი ახალი სასტუმრო კომპლექსი დაიწყებს ფუნქციონირებას, რაც ქალაქის სტუმრებს განთავსების უნიკალურ შესაძლებლობებს შესთავაზებს.
Ciel Dubai Marina
ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი სიახლეა Ciel Dubai Marina, 82-სართულიანი შენობა JBR-ის რაიონში. სასტუმრო, რომლის გახსნა 2025 წლის ნოემბერშია დაგეგმილი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სასტუმრო იქნება. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა 300 მეტრის სიმაღლეზე განთავსებული უსასრულო აუზი იქნება.
უჩვეულო და ფუფუნების პროექტები
გარდა ამისა, ოქტომბერში გაიხსნება Mandarin Oriental Downtown, რომელიც სტუმრებს სპარსეთის ყურისა და ქალაქის პანორამულ ხედებს შესთავაზებს. სასტუმროში, სტანდარტული ნომრების გარდა, ხანგრძლივი განთავსებისთვის განკუთვნილი რეზიდენციებიც იქნება.
საექსპერტო წრეებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს უნიკალური კონცეფციის პროექტები, როგორიცაა:
Côte d’Azur Nice – რომელიც “ევროპის გულის” კუნძულებზე განთავსდება და რეგიონში ყველაზე დიდ აუზს შესთავაზებს.
Floating Venice – წყალქვეშა სასტუმრო.
Floating Seahorse – ვილების კომპლექსი, სადაც ნაწილი წყალქვეშაა მოწყობილი.
ცნობილი ბრენდების ახალი ობიექტები
მიმდინარე ზამთარს ასევე ამუშავდება რამდენიმე ცნობილი ბრენდის ახალი სასტუმრო: Le Meridien Portofino, Kempinski Floating Palace და Rixos Dubai Islands.
აღსანიშნავია, რომ განახლდა აჯმანის Al Zorah Beach Resort (ყოფილი Oberoi Al Zorah), ხოლო აბუ-დაბიში ექვსი სასტუმრო გაერთიანდება ერთიან კურორტად Straylight Yas, Vignette Collection, სადაც ახალი ნომრები, ვილები, პლაჟის კლუბი და თეატრი იქნება წარმოდგენილი.












