დუბაის ტურიზმისა და ეკონომიკის დეპარტამენტმა (DET) საცალო ვაჭრობისა და ფესტივალების 2025 წლის კალენდარი გამოაქვეყნა. კალენდრის თითოეული ღონისძიება სხვადასხვა ინტერესებსა და პრეფერენციებს აკმაყოფილებს და მილიონობით მაცხოვრებელსა თუ ტურისტს მთელი მსოფლიოდან უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს.
ჩინური ახალი წელი
2 თებერვალი: დუბაი ჩინურ ახალ წელს მასშტაბურად აღნიშნავს. სტუმრები სადღესასწაულო ატმოსფეროთი, შთამბეჭდავი ფეიერვერკით, საინტერესო კულტურული წარმოდგენებით, უნიკალური გასტრონომიული შეთავაზებებითა და მიმზიდველი აქციებით ისიამოვნებენ.
DSF საბოლოო ფასდაკლება
27–29 იანვარი: მყიდველებისთვის ბოლო შანსია 25%-დან 90%-მდე ფასდაკლებით ქალაქის მასშტაბით 3000-ზე მეტ მაღაზიაში ისარგებლონ. DSF Final Sale სეზონის დარჩენილი ნივთებს სალიკვიდაციო ფასებად შეიძენთ, ასევე, მონაწილეობას მიიღებთ გათამაშებებში სოლიდური პრიზებით.
Dubai Fashion Season
კალენდრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა – დუბაის მოდის სეზონია. წელიწადში ორჯერ, გაზაფხული-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის კოლექციებით 1 000-ზე მეტი ბრენდი, 4 000 მაღაზია და ბუტიკი მოდის ენთუზიასტებს სპეციალურ აქციებს უმზადებენ. დუბაი, როგორც მოდის ტენდენციების ცენტრი – თავის პოზიციებს აძლიერებს. ქალაქის უმსხვილეს სავაჭრო ცენტრებში შეძლებთ რეგიონში პირველებმა შეიძინოთ პოდიუმის „ლუქები“ და ექსკლუზიურ კოლექციები.
რამადანი და ეიდ ალ–ფითრი
28 თებერვალი – 6 აპრილი: ტურისტული ინიციატივა “რამადანი დუბაიში” არარეზიდენტებისა და ტურისტებისთვის მთავარი მოვლენაა საამიროებისა და ისლამის ცხოვრების წესის გასაცნობად. ამ დროის განმავლობაში, ქალაქი გამოირჩევა ინსტალაციებით, სადღესასწაულო ატმოსფეროთი, ღამის ბაზრობებით, საოჯახო აქტივობებითა და მრავალფეროვანი კულინარიული შეთავაზებებით, მათ შორის, სპეციალური მენიუებით რამადანის კარვებში.
რამადანი განსაკუთრებით მხიარული და გულუხვი ფესტივალით, ეიდ ალ–ფითრით მთავრდება. ეს დღესასწაული მარხვის გახსნილების სიმბოლოა. ქუჩები კაშკაშა განათებებითა და დეკორაციებითაა მორთული, ოჯახები და მეგობრები სადღესასწაულო მასპინძლობისთვის იკრიბებიან. ქალაქში სპეციალური ფასდაკლებები, უნიკალური სადღესასწაულო აქციები და მრავალფეროვანი გართობა დღესასწაულს განსაკუთრებით სამახსოვროს ხდის.
გრანდიოზული ონლაინ გაყიდვები
გაზაფხულის დასაწყისში სამდღიანი ექსკლუზიური ონლაინ გაყიდვები იწყება. მყიდველებს 30%-დან 95%-მდე ფასდაკლება ელოდებათ პროდუქციის ფართო სპექტრზე (ტანსაცმელი, ძვირადღირებული კოსმეტიკა, ელექტრონიკა და მრავალი სხვა). გაყიდვების დაწყების ზუსტი თარიღი მალე დაზუსტდება.
დუბაის კიბერსპორტისა და ონლაინ თამაშების ფესტივალი
25 აპრილი – 11 მაისი: დუბაის კიბერსპორტისა და თამაშების ფესტივალი (DEF) საეტაპო მოვლენაა დუბაის, როგორც გეიმინგის საერთაშორისო ჰაბის სტატუსის განსამტკიცებლად. წელს ფესტივალი რიგით მეოთხედ იმართება. ქალაქი 17 დღის განმავლობაში სხვადასხვა სათამაშო ღონისძიებებს, eSports ტურნირებსა და ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებთან დაკავშირებულ ბიზნეს შეხვედრებს მასპინძლობს. განსაკუთრებული. ყურადღება ეთმობა საგანმანათლებლო ინიციატივებს, სპეციალური საგანმანათლებლო დღეებია დაგეგმილი 2025 წლის 7 და 8 მაისს. ამასთანვე, 7 და 8 მაისს გაიმართება სათამაშო ინდუსტრიის ყველაზე დიდი B2B სამიტი – GameExpo, რაც მასშტაბური ღონისძიებით დაგვირგვინდება 9-11 მაისს, დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში, Zabeel 2-სა და 3-ში.
საინტერესო ტურნირებითა და დარგის უახლესი იდეებით ფესტივალი კიდევ უფრო ამყარებს დუბაის, როგორც სათამაშო ინდუსტრიის გლობალური ჰაბის სტატუსს.
3-დღიანი სუპერ ფასდაკლება
3-დღიანი სუპერ სეილი (3DSS) დუბაიში ორ ეტაპად, 2025 წლის მაისსა და ნოემბერში გაიმართება. 25-დან 90%-მდე ფასდაკლებით შეძლებთ შეიძინოთ სხვადასხვა სახის პროდუქცია: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ელექტრონიკა, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვებიც კი.
Eid al-dha დუბაიში
2–8 ივნისი: ეიდ ალ-ადჰა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისლამური დღესასწაულია. როდესაც ოჯახები ერთად იკრიბებიან, ზეიმობენ, ერთმანეთს ასაჩუქრებენ და გაჭირვებულებს ეხმარებიან. ფესტივალის განმავლობაში სავაჭრო ცენტრებში სპეციალური ფასებია, რესტორნები სპეციალური მენიუებს სთავაზობენ, ქალაქის ქუჩებში ფეიერვერკები და კონცერტები იმართება და მაცხოვრებლებსა და ვიზიტორებს ქალაქის კულტურისა და ტრადიციების გაცნობის შესაძლებლობა ეძლევათ.
დუბაის საზაფხულო სიურპრიზების (DSS) სავაჭრო ფესტივალი
27 ივნისი – 31 აგვისტო: დუბაის საზაფხულო სიურპრიზების (DSS) ფესტივალთან ერთად ზაფხული დუბაიში სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე, საუკეთესო შეთავაზებების დროა, რაც ერთნაირად ახარებს და აოცებს ყველა ასაკის ვიზიტორს.
შოპაჰოლიკებს წარმოუდგენელი ფასდაკლებები, საინტერესო გართობა და დახვეწილი სამზარეულო ელოდებათ.
სასკოლო სამზადისის სეზონი
4–28 აგვისტო: სასკოლო სამზადისი ოჯახებს სიხარულითა და მღელვარებით ავსებს, მშობლები და ბავშვები სასკოლო ნივთებსა და გარდერობს აახლებენ, ქალაქი კი მათ უამრავ სპეციალურ აქციასა და ფასდაკლებას სთავაზობს, რაც შოპინგს განსაკუთრებულად მომგებიანს ხდის.
DSS საზაფხულო შოპინგ ფესტივალის საბოლოო ფასდაკლება
აგვისტო: დუბაის საზაფხულო სიურპრიზების (DSS) საბოლოო ფასდაკლებას ყველა მოუთმენლად ელოდება. ცხოვრების სტილის, სილამაზის, ელექტრონიკისა და მოდის კატეგორიების წამყვან ბრენდებზე წარმოუდგენელი, 90%-მდე ფასდაკლებებით ვრცელდება.
დუბაის სახლის ფესტივალი
3-16 ოქტომბერი: დუბაის სახლის ფესტივალი შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც საკუთარი სახლის გარემონტებითა ან კეთილმოწყობითაა დაინტერესებული. გრანდიოზული ფასდაკლებები და სპეციალური აქციები სახლისა და დეკორაციის ნივთების ფართო არჩევანზე ვრცელდება. ამასთანავე, ფესტივალის ფარგლებში ექსკლუზიური გათამაშებები იმართება. წინა წლების გათამაშებების მონაწილეებმა არა მხოლოდ სახლების კოსმეტიკური რემონტი, ბინებიც კი მოიგეს.
დივალის შუქების ფესტივალი
17-26 ოქტომბერი: დივალის ფესტივალი ინდური დღესასწაული, რაც სინათლის სიბნელეზე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოს აღნიშნავს. ქალაქში განსაკუთრებული განათებები და ატმოსფერო. მეგაფასდაკლებები ოქროს, სამკაულების, საქორწილო კაბებისა და სახლის მოვლის პროდუქციაზე ვრცელდება
დუბაის ფიტნეს გამოწვევა
1–30 ნოემბერი: Dubai Fitness Challenge ფართომასშტაბიანი ურბანული ღონისძიებაა აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. „ჩელენჯის“ მონაწილეები – ქალაქის მაცხოვრებლები თუ სტუმრები – 30 დღის განმავლობაში დღეში 30 წუთს ფიზიკურ აქტივობას უთმობენ.
სპეციალური აქციები და ფასდაკლებები მაღაზიებიდან, სპორტული კლუბებიდან და ჯანსაღი კვების კაფეებიდან კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის გამოწვევაში ჩართვას. პროგრამა ფიტნეს კლასებს, სპორტულ და თემატურ ღონისძიებებს ყველა ასაკისა და მომზადების დონის მონაწილეს სთავაზობს. ღონისძიების პროგრამა მოიცავს Dubai Run-ს, Dubai Ride-ს და Dubai Stand Up Paddle-ს.
Eid Al Etihad
1–3 დეკემბერი: ეროვნული დღესასწაული – ეიდ ალ ეტიჰადი არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ჩამოყალიბებასა და გაერთიანებას აღნიშნავს და მიღწეულით სიამაყისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლოა. სანახაობრივი ფეიერვერკებითა და მრავალფეროვანი ღონისძიებებით სამი დღის განმავლობაში დუბაი ეროვნული დღესასწაულის ცენტრად იქცევა.