დუბაიში საზაფხულო შოპინგ-ფესტივალი ცხელ-ცხელი ფასდაკლებებით ბრუნდება.
სიურპრიზებით სავსე ფესტივალი –Dubai Summer Surprises (DSS) წელს უკვე 27-ეჯერ აიღებს სტარტს და 28 ივნისიდან 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მეგაფესტივალის ფარგლებში, მთელი ქალაქის მაღაზიებში უახლეს კოლექციებზე ფასები მცირდება. გრანდიოზულ ფასდაკლებები ყველაფერზე ვრცელდება: სამოსზე, ავეჯზე, ტექნიკაზე, აქსესუარებზე… სპეციალური შეთავაზებები და ვაუჩერები არა მხოლოდ მაღაზიებზე, არამედ სასტუმროებზე, კულტურულ ღონისძიებებსა და ღირსშესანიშნაობების ბილეთებზეც ვრცელდება.
მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები და საოჯახო შოუები ყოველწლიური ფესტივალის სავიზიტო ბარათია. ფესტივალის 65 დღის განმავლობაში უამრავი პრიზი გათამაშდება და ყველა მონაწილეს მიეცემა შანსი დასაჩუქრდეს.
აღსანიშნავია, რომ საზაფხულო პროგრამის – „ბავშვებისთვის უფასოა“ (Kids Go Free) ფარგლებში, დუბაის უამრავი სასტუმრო სპეციალურ ოჯახურ დასვენებას, მათ შორის სასტუმროში განთავსებას, კვებასა და გართობას უფასოდ სთავაზობს 12 წლამდე ასაკის ბავშვებს. აქციაში მონაწილეობენ სასტუმროები: NH Collection Dubai, The Palm, Paramount Hotel Dubai, Rove Dubai Marina, Address Downtown, Kempinski Hotel Mall of the Emirates და სხვ.
„დუბაის საზაფხულო სიურპრიზების“ ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://www.visitdubai.com/en/whats-on/dubai-events-calendar/dubai-summer-surprises
დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის შესახებ:
დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტი (DET) მიზნად ისახავს დუბაის მთავრობის მხარდაჭერა გლობალურ ეკონომიკასა და ტურიზმში საამიროს კონკურენტუნარიანობის გაზრდაში, დუბაის, როგორც მსოფლიოს მოწინავე კომერციული ცენტრის, საინვესტიციო ჰაბისა და ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციონირებას ხელშეწყობა. DET ძალისხმევას მიმართავს დუბაის დივერსიფიცირებული, ინოვაციური და სერვისზე დაფუძნებული ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის, მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტების მოსაზიდად და პროდუქტიულობის ზრდის დასაჩქარებლად. ამასთანავე, DET მხარს უჭერს დუბაის აღქმას, როგორც საცხოვრებლად და სამუშაოდ მსოფლიოში საუკეთესო ქალაქისა, პოპულარიზაციას უწევს ქალაქს და წარმოაჩენს მასში ცხოვრების შესანიშნავ ხარისხს.
DET პასუხისმგებელია დუბაის ბიზნესისა და ტურიზმის სექტორების დაგეგმვაზე, ზედამხედველობაზე, განვითარებასა და მარკეტინგზე. ის ასევე პასუხისმგებელია ყველა ტიპის ბიზნესის, მათ შორის სასტუმროების, ტუროპერატორებისა და ტურისტული აგენტების ლიცენზირებასა და კლასიფიცირებაზე. DET-ის პორტფოლიო მოიცავს: დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის კორპორაციას, დუბაის ფესტივალებსა და საცალო ვაჭრობას, დუბაის წარმოებასა და ექსპორტს, დუბაის საინვესტიციო განვითარების სააგენტოს (Dubai FDI) და დუბაის მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე დუბაის ტურიზმის კოლეჯს, დუბაის კალენდარს და დუბაის ბიზნეს ღონისძიებებს. ROSE Creative marketing
კომუნიკაციების სააგენტო Rose Creative Marketing დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის (DET) ოფიციალურ პრესსამსახურს წარმოადგენს დსთ-ს ქვეყნებში, საქართველოში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და რუსეთში.