მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა (DXB) 27,9 მლნ მგზავრი მიიღო, რაც 161,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან.
ეს მაჩვენებელი კი თავის მხრივ 1,2 მილიონი მგზავრით ნაკლებია 2021 წელს დაფიქსირებულ მთლიან მგზავრთა მოძრაობაზე.
ინდიკატორების ზრდა კი, როგორც ჩანს, გაგრძელდება: მომდევნო ნახევრისთვის უკვე დარეგისტრირდა 14,2 მილიონი ტურისტი, რაც 190,6%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.
ასევე, დუბაის აეროპორტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2022 წლის პირველ ექვს თვეში, აეროპორტი მოემსახურა თითქმის 155,000 ფრენას, რაც 55.9%-ით მეტია ვიდრე 2021 წლის პირველ ნახევარში. ეს მაჩვენებელი წარმოადგენს Covid-19-მდე ფრენების 87%-ს.
”პანდემიის დასაწყისში ჩვენ ვიცოდით, რომ მკვეთრ ვარდნას მოჰყვებოდა თანაბრად მკვეთრი აღმავლობა, ამიტომ ჩვენ კარგად მოვემზადეთ ამისთვის”, – თქვა Dubai Airports-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პოლ გრიფიტსმა.