დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (DXB) გლობალური კავშირების უზრუნველყოფას რეგიონული გამოწვევების პერიოდშიც წარმატებით განაგრძობს. მიუხედავად საჰაერო სივრცის შეზღუდვებისა და ფრენების განრიგის ცვლილებებისა, რაც კრიტიკულ საავიაციო დერეფანში შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია, აეროპორტმა შეძლო ოპერირების სტაბილურობის შენარჩუნება.

28 თებერვლიდან დაწყებული პერიოდის განმავლობაში, რომელიც მარტში კიდევ უფრო გამწვავდა, დუბაის აეროპორტებმა მუშაობა შეუფერხებლად განაგრძეს. 30 აპრილის მონაცემებით, აეროპორტი 6 მილიონ სტუმარს მოემსახურა, განხორციელდა 32,000-ზე მეტი ავიარეისი და გადაიზიდა 213,000 ტონა სტრატეგიული დანიშნულების ტვირთი.

2026 წლის პირველი კვარტლის შემაჯამებელი მაჩვენებლები კიდევ უფრო შთამბეჭდავია. წლის დასაწყისიდან DXB-მ ჯამში 18.6 მილიონ მგზავრს უმასპინძლა. ამავე პერიოდში ტვირთბრუნვამ 399,600 ტონას მიაღწია, ხოლო შესრულებული ფრენების საერთო რაოდენობამ 88,000 შეადგინა, რაც აეროპორტის მდგრადობასა და საერთაშორისო ავიაციაში მის საკვანძო როლს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.