დუბაის მმართველმა მუჰამედ რაშიდ ბინ ალ-მაკტუმმა მსოფლიოს უმსხვილეს აუქციონზე 22 ცხენი იყიდა. აუქციონის დაწყების პირველივე დღეს შეიხმა ცხენებში 6,9 მლნ დოლარი გადაიხადა, ხოლო ოთხი დღის ნავაჭრის შედეგად დუბაის მმართველის მიერ 22 ცხენში გადახდილმა თანხამ 18.9 მლნ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ შეძენილი ცხენებიდან ერთ-ერთმა American Pharoah-ზე Triple Crown 2015 მოიგო და შედეგად 2.2 მლნ დოლარიც დაიმსახურა.
აშშ-ში მიმდინარე აუქციონი 23 სექტემბერს სრულდება.