დუბაის აეროპორტში შესაძლოა სარეგისტრაციო დახლების ნაწილი აიღონ. როგორც აეროპორტის გენერალურმა დირექტორმა პოლ გრიფიტსმა განაცხადა, მგზავრების რეგისტრაციას და ბარგის კონტროლს საკმაოდ დიდი დრო მიაქვს.
როგორც ცნობილია, დუბაის აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე დატვირთული აეროპორტია და ის წლის განმავლობაში 89.1 მლნ მგზავრს ემსახურება.
ავიაკომპანია Emirates-ის მგზავრებს რეგისტრაციის გავლა და ბარგის შემოწმება უკვე სახლშიც შეუძლიათ
ბინაზე თავად აგენტი ახდენს რეგისტრაციას ბარგის შემოწმებას, აწონვას და თავადვე გზავნის აეროპორტში.