კალიფორნიის სატრანსპორტო კომპანია Joby Aviation დუბაიში ელექტრო ტაქსის სერვისს 2026 წლის დასაწყისში აამოქმედებს. კონტრაქტორმა უკვე გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულება საამიროების  გზებისა და ტრანსპორტის ორგანოსთან (RTA).
დოკუმენტის ხელმოწერა შესაძლებელი გახდა სამი ფაქტორის განხორციელებით: მკაფიო ოპერატიული გეგმის, მოსახერხებელი ინფრასტრუქტურისა და საჰაერო ხომალდის კარგი ტევადობისა და დიაპაზონის მიხედვით, – თქვა Joby Aviation-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯობენ ბევირტმა.
კომპანიას 6 წლის განმავლობაში გარანტირებული აქვს ექსკლუზიური უფლება საამიროებში ავიატაქსით ოპერირებისთვის.
„მფრინავი ტაქსი“ ერთდროულად ოთხამდე მგზავრის გადაყვანას შეძლებს. მისი სიჩქარე 320 კმ/სთ-მდე იქნება. მგზავრობა, რომელიც ადრე მანქანით 45 წუთს გრძელდებოდა, ახლა 10 წუთში იქნება შესაძლებელი.