აშშ-ში უპილოტო საფრენ აპარატს ენდნენ და ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ადამიანის ორგანოები გადაიტანეს. დრონმა თირკმელის ტრანსპორტირება წარმატებით განახორციელა. ექსპერტების შეფასებით, ადამიანის ორგანოების დრონით გადატანა ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზაა მათთვის, ვისაც ეს ორგანოები ესაჭიროება.
პაციენტი 44 წლის ქალი იყო, ქალაქ ბალტიმორიდან, რომელიც თირკმელს 8 წელი ელოდა.
UNOS-ში, რომელიც ადამიანის ორგანოების გადანერგვას არეგულირებს, განმარტავენ, რომ უპილოტო საფრენი საშუალებებით ორგანოების ტრანსპორტირება მალე დარეგულირდება, რადგანაც ამის საჭიროება არსებობს. 2018 წლის მონაცემებით, ორგანოთა გადანერგვის სიაში 114 ათასი ადამიანი იყო, საიდანაც 1,5%-ი დონორების გარეშე დარჩა ლოჯისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ხოლო 4%-ის შემთხვევაში ტრანსპლანტაციისათვის საჭირო ორგანოების მიწოდებამ 2 და მეტი საათით დააგვიანა.
ადამიანის ორგანოების ტრანსპორტირებისთვის სპეციალური დრონები იქნება გამოყენებული, რომელსაც მეტი ტვირთით უფრო მეტი მანძილის დაფარვა შეძლება. დრონი აღჭურვილი იქნება კამერებით და უახლესი GPS-ს სისტემებით.
მეტი უსაფრთხოებისთვის, დრონს ტვირთთან ერთად უმაგრებენ პარაშუტსაც, თუ კი ტვირთი დრონს მოწყდება, მაშინ მის უსაფრთხო დაშვებას პარაშუტი უზრუნველყოფს.
https://www.youtube.com/watch?v=RNYCCbCpAlM