გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის აეროპორტმა მუშაობა, დროებით, შეაჩერა. აღნიშნულის მიზეზი კი აეროპორტის მახლობლად უპილოტო საფრენი საშუალების დაფიქსირება გახდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია Twitter-ის გვერდის საშუალებით ავრცელებს. 

მას შემდეგ რა დრონის დაფიქსირება მოხდა, შესაბამისმა უწყებებმა აეროპორტიდან აფრენა-დაფრენის პროცესის შეჩერება გადაწყვიტა. 

თავის მხრივ, პოლიცია ყველაფერს აკეთებს მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.