ულამაზესი სანახაობა ჩინეთში. უპილოტო საფრენმა აპარატებმა ღამით ცაზე სამგანზომილებიანი ფიგურები შექმნეს, რომლებიც ცისარტყელასავით ყველა ფერზე ანათებდნენ. ჩინეთის პროვინცია გუიჯოუში გამოფენის China International Big Data Industry Expo 2019-ს ფარგლებში დრონების შოუ მოეწყო.

გამოფენა, რომელიც უკვე მეხუთე წელია ტარდება, საკმაოდ პოპულარულობით სარგებლობს. სწორედ ამ გამოფენაზე ხდება ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენა.

წელს China International Big Data Industry Expo 2019-ს რეკორდული რაოდენობის ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენაზე წელს 59 ქვეყნიდან 448 კომპანია იყო წარდგენილი.

გამოფენის ყველაზე ემოციური მომენტი იყო დრონების შოუ, რომელშიც სულ 526 დრონი მონაწილეობდა.